|
2020-02-11 11:02:00, 1280 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახლაგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის გამოჯანმრთელებაში
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახლაგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა და მოქალაქეებს დედაქალაქის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა აღუთქვა. როგორც მან ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, თეკლა ფერაძეს დახმარება თავადაც გაუწიოს. „ბევრი შეტყობინება მოდის ახალგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დახმარებასთან დაკავშირებით. თუ მოგვაწვდით საკონტაქტო ინფორმაციას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის გამოჯანმრთელებაში. თუ საჭირო იქნება მეც ჩავერთვები და დახმარებას გავუწევ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თეკლა ფერაძეზე საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და დახმარებასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა თბილისის მერმა თავის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა. „მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ოჯახს მუნიციპალიტეტისთვის ამ დრომდე არ მოუმართავს. ჩვენ დღეს ვეცდებით, მოვიძიოთ თეკლას ახლობლების შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ინტენსიურად გვწერენ. ხვალ დილიდან ამაზე მუშაობას დავიწყებთ. მთავარია, რომ თეკლა იყოს თბილისში რეგისტრირებული. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება თბილისში რეგისტრირებული, შესაბამის კონსულტაციას გავუწევთ, თუ რომელ უწყებას შეიძლება მიმართონ დასახმარებლად“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)