|
2020-02-11 10:31:14, 813 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აღნიშნული ფორმატის ვიდეოდიალოგი უკვე მეორედ გაიმართა, რომელშიც თბილისის ათივე გამგებელი მონაწილეობდა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვიდეოდიალოგი მომავალშიც გაიმართება და მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი მაქსიმალურად გაეცემა. „საზოგადოებასთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თქვენს შეკითხვებს პასუხი მაქსიმალურად გავცეთ. აღნიშნულ პროცესში ყველა ჩართულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფორმატში კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა და მოსახლეობამ ბევრი ინფორმაციის მიღება შეძლო. ჩვენ არ გავჩერდებით და მსგავს მიდგომას მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნული ტიპის ვიდეოდიალოგი, რომელშიც გამგებლების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, გასულ წელსაც გაიმართა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)