|
2020-02-10 17:14:19, 1316 ნახვა
პოლიტიკა
130/20-ზე - „ევროპული საქართველო“ ოპოზიციას ახალ საარჩევნო ინიციატივას სთავაზობს
ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა, 130/20-ზე შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მათი ახალი ინიციატივით პარტიას უმრავლესობის შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ ის არჩევნებში ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს და ასევე, მაჟორიტარების დიდ ნაწილს მოიგებს. „წამოვაყენეთ ორი ინიციატივა. პირველი, რაზეც შევჯერდით, დავიწყეთ კონსულტაციები ცუდი სცენარის შემთხვევაში თბილისში მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ინსტრუმენტით, მშვიდობიანად ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთაც გრძელდება ძალიან მყარი წნეხი ჩვენს ხელისუფლებასა და ივანიშვილზე, რომ კომპრომისი იყო საარჩევნო სისტემაზე, მაგრამ ისინი იმეორებენ რომ არაფერს არ დათმობენ. თქვეს რომ თებერვალში მორჩება მოლაპარაკებები. რახან ასე ლაპარაკობენ და ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უკვე დავიწყეთ თბილისის მაჟორიტარებზე კონსულტაციების აქტიური ფაზა. მეორე - ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ დავსვით საკითხი, რომ ჩვენი საერთო სულისკვეთება არის გამოსავლის პოვნა და ამიტომ, კიდევ ერთი კომპრომისული წინადადება დავსვით ოპოზიციის წინაშე, რათა შევთავაზოთ ხელისუფლებას. ეს არის პრინციპი იმის ნაცვლად რასაც ხელისუფლება იძახის რომ მესამედზე ნაკლები უნდა პირველ ადგილზე გასულ პარტიას რომ უმრავლესობა ჰქონდეს. ჩვენ ვთავაზობთ მყარ პრინციპს, რომ არსებითი უპირატესობა უნდა ჰქონდეს პარტიას და 40%-ზე არსებითად მაღლა უნდა იყოს, უნდა მოიგოს მაჟორიტარების დიდი ნაწილი და ამ შემთხვევაში ექნება უმრავლესობის შანსი. ციფრებში ეს არის 130 პროპორციული ადგილი და 20 მაჟორიტარი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)