|
2020-02-10 10:55:09, 1001 ნახვა
საზოგადოება
Travel Guide-სა და Grand Travel-ის ერთობლივი პროექტის „საავტორო ტური – ახალი სიტყვა ტურიზმში” პრეზენტაცია გაიმართება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინსების გრანტების პროგრამის მესამე ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი Travel Guide მომხმარებელს ახალ პროექტს სთავაზობს. 10 თებერვალს, 17:00 საათზე ტექნოპარკში (მის: ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა) Travel Guide-სა და Grand Travel-ის ერთობლივი პროექტის “საავტორო ტური – ახალი სიტყვა ტურიზმში” პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე Travel Guide-ის გენერალური დირექტორი გუჯა ნარიმანაშვილი წარადგენს ტურიზმის ახალ მიმართულებას “საავტორო ტურებს” და ისაუბრებს მის როლსა და სარგებელზე ტურიზმის სფეროში. ტურის ავტორი ია ნაჭყებია კი დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნობს საავტორო ტურის, “Terra dei motori”-ს დეტალებს, რომელიც მოიცავს ისეთი შედევრების ფაბრიკა-შოურუმების მონახულებას, როგორებიცაა: ლამბორგინი, ფერარი, მაზერატი, პაგანი და ა.შ. ღონისძიებას ტურისტული სააგენტოები, სტუდენტები დიზაინისა და ინჟინერიის განხრით და ავტომოყვარულები დაესწრებიან. Travel Guide – ინოვაციური ტურისტული პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის განვითარება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)