19:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 17:35:40, 2282 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი სააკაშვილის შტაბზე - ცუდია, თუ ახალგაზრდები ამ პროცესის მონაწილეები იქნებიან

„ცუდია თუ ახალგაზრდები, იქნებიან ამ პროცესის მონაწილეები ისე, რომ სრული ინფორმაცია არ ექნებათ, თუ რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შინაგანი ხასიათი და დამოკიდებულება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი წარმატებული პოლიტიკოსი არაა.

„შტაბი არაერთი შეიქმნა. ზოგი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შეიძლება შეიკრიბოს და იგივე ხალხი, ლეიბორისტები, შალვა ნატელაშვილის შტაბ-ბინაში შეიკრიბება. ეს ხალხი ფიზიკურად სად დაჯდება მნიშვნელობ არ აქვს, ცუდია ის თუ ახალგაზრდები, რომლებსაც ემოციური კავშირი არ აქვს იმ მძიმე პერიოდთან, რაც სააკაშვილის დროს გადაიტანა საქართველომ, იქნებიან ამ პროცესის მონაწილეები ისე, რომ სრული ინფორმაცია არ ექნებათ, თუ რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შინაგანი ხასიათი და დამოკიდებულება. არ ვფიქრობ, რომ იგი წარმატებული პოლიტიკოსია. მნიშვნელოპვანია, რომ დემოკრატიაა ამ ქვეყანაში. შეიკრიბებიან, შტაბებსაც გახსნიან, მაგრამ შეფასება უნდა იყოს სიღრმისეული, ვიდრე პოლიტიკურან ანგაჟირებული განცხადებები, რომელიც ახლა გვაქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა, რომ „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ პირველი მარტიდან გახსნის შტაბს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics