|
2020-02-07 16:14:53, 1413 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაზაფხულზე გაიხსნება
დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ინტერიერის მოწესრიგება და გარე სივრცის კეთილმოწყობა. რამდენიმე კვირაში დაიწყება შენობის კაპიტალური დასუფთავება. „ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობე არსებობს, ავაშენოთ ახალი ბაღები, მით უფრო იმ უბნებში, სადაც საბავშვო ბაღები საერთოდ არ არსებობს. გარდა იმისა, რომ აქ ბავშვები მიიღებენ სკოლამდელ განათლებას, ბაღის გახსნით დაახლოებით, 70-მდე ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. საბავშვო ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, რომელიც 300-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაღში დაცული იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტს კომპანია „ბილდ ტერიტორი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღწევს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)