|
2020-02-07 13:38:03, 1062 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორი იმერეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილთა და ეკომიგრანტთა განსახლების, მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებსა და არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, 2020 წლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, იმერეთის რეგიონში, ჯამში, 13 კორპუსი შენდება. წყალტუბოში, 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, აქედან, ორი კორპუსის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება და 2020 წელს ბინა 140 ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, ქუთაისში 5 კორპუსი შენდება, სადაც ბინა 800 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს ხელმძღვანელი დავით ჭეიშვილი წარადგინა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)