06:15 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 10:56:45, 908 ნახვა

საზოგადოება
ვაშლიჯვარში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის საფუძველი მზადდება.

სამუშაოების ფარგლებში, 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მათ შორის არის თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი გზა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ,  ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს შპს „ლ ენდ ლ“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად  საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 124 000 ლარი გამოიყოფა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics