|
2020-02-06 18:30:08, 1115 ნახვა
საზოგადოება
ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს
ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს. როგორც ცნობილია, მამაკაცს ვირუსის სიმპტომები აღენიშნება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ამ პაციენტში მეტია იმის შესაძლებლობა, რომ ახალი კორონავირუსი ჰქონდეს. მისივე თქმით, ოფიციალურად ხვალ გახდება ცნობილი, ინფიცირებულია თუ არა მამაკაცი ახალი კორონავირუსით. „გუშინ წინ აღენიშნა ტემპერატურის მომატება. როგორც თვითონ და მისი თანმხლები პირი გადმოგვცემენ , 38 გრადუსზე მეტი. ჰქონდა ხველა, კატარული მოვლენები, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, შემდეგ მიმართა საელჩოს და ონლაინ რეჟიმში ჩინელ ექიმებთან იტარებდა კონსულტაციას, რომელბმაც დაუნიშნეს ანტიბიოტიკი. წარწერები სულ ჩინურად აქვს და ჯერ არ ვიცით რომელი წამალია. მდგომარეობა გაუარესდა იმის გათვალისწინებით რომ მას აქვს მწვავე რესპირაციული ინფექცია და პეკინიდანაა ჩამოსული. ბუნებრივია შესაძლოა იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით. აქამდე ვინც შემოსულა ინფექციურში იმათ არც პნევმონია არ ჰქონიათ არც ხველა ჰქონიათ, არც სხვა კლინიკური გამოვლინება, მათი ერთადერთი რისკის ფაქტორი იყო ის რომ ჩინეთიდან იყვნენ ჩამოსულები. აქ მეტია კლინიკური გამოვლინებები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)