|
2020-02-06 14:56:10, 1152 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე - ბაღდათში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატავად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „3 თებერვალს, ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად. აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, ქალბატონ მაგულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგინი და მარადიული ნეტარება მიანიჭოს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ჭირსა შინა სიმტკიცე. გამხნევდით და გაძლიერდით! ამასთან, ვთხოვთ მეუფე ანტონს, ეპარქიის სამღვდელოებამ თავის თავის მოსახსენიებელში შეიტანოს გარდაცვლილთა სახელები“,- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)