|
2020-02-06 14:12:02, 885 ნახვა
საზოგადოება
გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაზე 2 000 000 ლარი დაიხარჯება
მიმდინარე წელს გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ 2020-2021 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტერიტორიის საერთო ფართობი 37 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტბის სიგრძე 300 მეტრი, ხოლო სიგანე - 160 მეტრია. „ტბის გარშემო შესაძლებელია ისეთივე რეკრეაციული სივრცის მოწყობა, როგორიც ლისის ტბასა და კუს ტბაზეა. პროექტირებაზე მუნიციპალიტეტმა მუშაობა უკვე დაიწყო და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ტბის ეკოსისტემით ისარგებლოს. პროექტის განხორციელებასა და მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფაში ევროსაბჭო გვეხმარება. ასევე, შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც ფრანგი და ადგილობრივი ექსპერტები მოსახლეობასთან ერთად არიან გაერთიანებული. ვფიქრობ, გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, აღდგენა და შექმნა, რომელიც დღეს ფაქტობრივად, ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელადაა ქცეული, ერთი-ერთი საამაყო პროექტი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ. სამუშაოების განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 000 0000 ლარი დაიხარჯება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)