|
2020-02-05 15:12:43, 1083 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პარლამენტის ჭიშკართან დგას 60 ოლიმპიური ჩემპიონი უნიათობაში - ეს კრიზისი არ არის
„ადრე ორასი ნაცი იკრიბებოდა, ახლა ორასი ნაციც ვერ იკრიბება, ისინი არიან კიდევ გავიმეორებ ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში, რაც არაერთხელ გამოვლინდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, აქციის მონაწილეები ვერანაირ დისკომფორტს ვერ შექმნიან. „როდესაც არსებობს 200 ნაცი და დღეს ხედავთ, რომ 200 ნაციც არ იყო და ისინი იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან, ბუნებრივია ვერანაირ დისკომფორტს ვერ შექმნის, დისკომფორტს ისინი თვითონ უქმნიან საკუთარ თავს. როდესაც 200 ნაცი უსტვენს, ეს არის მთთვის დისკომფორტი. ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში დიდიან პატარიანა. ადრე 200 ნაცი იკრიბებოდა, ეხლა 200 ნაციც ვერ იკრიბება, ისინი არიან კიდევ გავიმეორებ ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში, რაც არაერთხელ გამოვლინდა. როდესაც 60 ოლიმპიური ჩემპიონი უნიათობაში დგას ჭიშკართან, ეს არ არის კრიზისი, “ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის 11:00 საათზე „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა ისინი შენობაში საპროტესტო ღონისძიების დაწყებამდე შევიდნენ, რადგან 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა სხდომა მოულოდნელად განგებ ჩანიშნა, რომ .დეპუტატებს "სირცხვილის კორიდორში" გავლა თავიდან აერიდებინათ. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ოპოზიციის ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდეს.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)