|
2020-02-04 18:11:14, 1458 ნახვა
საზოგადოება
ინიციატივის „თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოს შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
დღეს კიბოს მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ინიციატივის „თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შედეგებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ გახსნა. პროექტის ფარგლებში, კიბოსთან ბრძოლის მიზნით, მულტისექტორული აღმასრულებელი კომიტეტი და სამუშაო ჯგუფები გასულ წელს შეიქმნა. საწყის ეტაპზე, საჭიროებები შეფასდა და სიტუაციური ანალიზი გაკეთდა, რის შედეგადაც შემუშავდა სამოქმედო გეგმა. გეგმის ძირითადი მიმართულებებია – კიბოს მართვის კუთხით ხარისხის გაუმჯობესება, მულტიდისციპლინური მიდგომის განვითარება, სადიაგნოსტიკო სერვისების გაძლიერება, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, პაციენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და სხვა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას, საქართველოს პაციენტთა კავშირსა და C/Can “City Cancer Challenge” ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის 4 თებერვალს გაფორმდა. დღევანდელ ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორიც ესწრებოდა. ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას, კიბოს პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეები გააცნო. მისი თქმით, შარშან დაინერგა და წელს სავალდებულო გახდა 9-დან 13 წლამდე გოგონების პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს ვაქცინით პრევენცია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა. ამასთანავე, მისივე ინფორმაციით, ლუგარის ცენტრში, უკვე შესაძლებელია ძუძუს კიბოს გენეტიკური მიდრეკილებების დიაგნოსტირება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)