07:53 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 16:17:44, 1171 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი იტალიის სამეცნიერო-ვლევითი ცენტრის გენერალურ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის „FONDAZIONE EDMUND MACH“ გენერალურ დირექტორს,  მარიო დელ გროსო დესტრერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის აგრარულ დარგში სამეცნიერო-კვლევითი და პროფესიული განათლების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა  განაცხადა, საქართველოსთვის აგრარული დარგის სპეციალისტების მომზადება აქტუალური საკითხია. შესაბამისად, ამ კუთხით იტალიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.   

შეხვედრაზე მინისტრმა მარიო დელ გროსო დესტრერს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ექსტენციის სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ამავე ცენტრის მეხილეობა-მევენახეობის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics