21:11 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 14:28:56, 1431 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე - ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაშია

„ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. სოციალურ ქსელში დღეს დილიდან დაიწყო ამ ტრაგედიით მანიპულირება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დახმარება ეძლეოდა ოჯახს.

„ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. ცალკე აღებული როდესაც ტრაგედიით მიდის ხოლმე მანიპულირება, სოციალურ ქსელებში დღეს დილიდან დაიწყო ამ ტრაგედიით მანიპულირება. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია თამამად მივუთითოთ, რომ შესაბამისი სამსახურები ძალიან მალე, თუ უკვე გაკეთებული არ აქვთ, გააკეთებენ განცხადებას, რა დახმარებები გაეწეოდა ამ ოჯახს, რაში იყო საქმე, რამდენად იყო ხოლმე დამატებითი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ღამით ბაღდათის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 სულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics