21:11 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 13:56:08, 1444 ნახვა

კომენტარი
შოთაძე - პროკურატურის მიმართ კრიტიკა, არსებული გამოწვევებისა და დატოვებული მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ლოგიკურია

„მიმდინარე კრიტიკა ლოგიკურია, არსებული  გამოწვევების, დატოვებული მემკვიდრეობის, ახალგაზრდა დემოკრატიის, სახოგადოებაში არსებული სამართლებრივი ცნობიერების დონის გათვალისწინებით“, - ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს მოსმენაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ხშირად კრიტიკა უსაფუძვლოა და მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

 „ჩემთვის ძალიან კარგად გასაგებია ის კრიტიკა, რომელიც ისმის ხოლმე პროკურატურის, ან მისი ხელძღვანელის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმდინარე კრიტიკა ლოგიკურია არსებული  გამოწვევების, დატოვებული მემკვიდრეობის, ახალგაზრდა დემოკრატიის, სახოგადოებაში არსებული სამართლებრივი ცნობიერების დონის გათვალისწინებით. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კრიტიკა ჯანსაღია, გასათვალისწინებელი და მისასალმებელია, მაგრამ ხშირად ვხედავთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას, ბრალდებებს, რომლებსაც საფუძვლად არაფერი არ უდევს, გარდა პოლიტიკური მიზანშეწონილობისა. სამწუხაროა, რომ იგივე კრიტიკა გამოითქვა ამ საბჭოს წევრის, ბატონი ოთარ კახიძის მიერ. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ მოტივებს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, დღეს საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის პოზიციაზე წარდგენილ ორ კანდიდატს, ირაკლი შოთაძესა და გელა ჩივაძეს უსმენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics