21:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 12:59:01, 1396 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსული ინფექციის შემთვევა არ დაფიქსირებულა და ქვეყანა კვლავ რჩება დაბალი რისკის ქვეყანათა ჯგუფში.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 3 ადამიანია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„საქართველოს რაც შეეხება, ხაზს ვუსვამ, რომ ამ ეტაპზე ჩვენთან კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ჩვენ კვლავ ვრჩებით დაბალი რისკის ქვეყანათა ჯგუფში.

ამ ეტაპზე, 3 ადამიანია დაკვირვების ქვეშ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, სამივეს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. სამივე გახლავთ საქართველოს მოქალაქე და აქვთ ისტორია ჩინეთში ყოფნისას სხვადასხვა პერიოდში, აქედან ერთი არის და იყო ყველაზე უფრო დაზიანებულ რეგიონში, ქალაქ უჰანში, ამიტომ მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. ისინი გამოკვლეული არიან ჩვენთან 22 ტიპის ვირუსზე და 2 ადამიანის სინჯები გადაგზავნილია როტერდამში, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალ გვექნება პასუხები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მანვე დასძინა, რომ ხვალიდან საქართველოში ჩამოტანილი იქნება რეაგენტები, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვისაა საჭირო.

„მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე ხვალიდან გვექნება საშუალება ძალიან დიდი, 99% ალბათობით, დღეს გამთენიისას გვექნება ყველა ის რეაგენტი დამატებით რაც საჭიროა ამ ქვე ტიპის ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის და აღარ იქნება სინჯების რეფერალურ ცენტრში გადაგზავნის აუცილებლობა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics