21:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 13:40:23, 2324 ნახვა

კომენტარი
ნათელაშვილი კონგრესმენების კრიტიკაზე - ოლიგარქიული რეჟიმი მსოფლიოს თავის ტკივილად იქცა

„ვაშინგტონში ინტენსიურად გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ოლიგარქიული რეჟიმი არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს თავის ტკივილიც გახდა“ , - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ოლიგარქი ივანიშვილი სწორად არ აღიქვამს სტრატეგიული მოკავშირეების კრიტიკას, უარესი დღეები ელოდება.

„ვაშინგტონში ინტენსიურად გაკეთებული განცხადებები ადასტურებს იმას, რომ ოლიგარქიული რეჟიმი გახდა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს თავის ტკივილი და სტრატეგიული მოკავშირეები განსაცდელში ჩვენს ქვეყანას არ მიატოვებენ. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ოლიგარქი ივანიშვილი, ან სწორად აღიქვამ იმას, რაც ხდება მის თავს, ან გელოდება უარესი დღეები. ეს მხოლოდ დასაწყისია. ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და შესყიდვას არავინ გაპატიებს, არც ჩვენი ხალხი და არც დემოკრატიული მსოფლიო თანამეგობრობა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთის, საქართველოს ხელისუფლების მიმართ მორიგი კრიტიკული მიმართვა კონგრემენმა ვილ ჰარდმა გაავრცელა. იგი გამოეხმაურა საქართველოში დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების საკითხს და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics