14:34 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 13:23:28, 2930 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონიტორინგის შედეგებია შეჯამებული.

ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავას მონიტორინგის ქვეშ მყოფ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, რაც „ძირს უთხრის ამ ქვეყნებში დემოკრატიულ კოსოლიდაციას და წინააღმდეგობაშია ამ სახელმწიფოების ვალდებულებებთან“.

„საკონსტიტუციო ცვლილებების შეუსრულებლობა 2020 წლისთვის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სავარაუდო ინციდენტებისა და საარჩევნო კოდექსის დარღვევის არასათანადო გამოძიება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებაში არსებული ხარვეზები, მათ შორის მკაფიო და ერთიანი შერჩევის კრიტერიუმების ხარვეზები, საკუთარი დისკრეციის სრულად ვერგამოყენება, რომ მოეხდინა სრულყოფილი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის თაობაზე“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

გარდა ამისა, რეზოლუციაში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. ევროსაბჭო გმობს საქართველოს რეგიონების  - „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics