|
2020-01-30 18:02:15, 1552 ნახვა
საზოგადოება
დღეისთვის, მოძიებული და დაცულია 470-მდე ქართული და 350-მდე უცხოური ვაზის ჯიში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენაზე ყურადღება მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და ამ მიმართულებით ქვეყანაში სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე გამახვილა. იშვიათი ადგილობრივი ვაზის და ხეხილის ჯიშების მოძიების, აღდგენის, შენარჩუნების და კვლევის მიზნით 2019 წელს მეცნიერების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები. დღეისთვის, მოძიებული და დაცულია 470-მდე ქართული და 350-მდე უცხოური ვაზის ჯიში. ცხოველთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნების კუთხით, 2019 წელს შეიქმნა ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციისა და კახური ღორის სანაშენე ბირთვები, ადგილობრივი ფრინველის (ქათმის) საკოლექციო გუნდი. ხარისხიანი ნერგით ბაზრის უზრუნველსაყოფად, 2019 წელს სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს. ფერმერების ცოდნის დონის ამაღლების კუთხით 2019 წელს საქართველოს მასშტაბით 87 სოფელში 4350-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია. სასოფლო-სამეურნეო მიწების ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ნიადაგების შესწავლის და თემატური რუკების შექმნის კუთხით, 2019 წელს განხორციელებულ საველე და ლაბორატორიული კვლევებზეც გამახვილდა ყურადღება. პროგრამის ფარგლებში შეფასდა ნიადაგის საერთო მდგომარეობა, რომლის მიზანიც ნიადაგის რაციონალური გამოყენება, გაუდაბნოების პროცესის შეჩერება და ეროზირებული ნიადაგის აღდგენაა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)