|
2020-01-30 13:33:08, 1823 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე სენატორების წერილზე: რამდენიმე ფრაზა აბსოლუტურად კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი
„ზოგიერთი ფრაზა აბსოლუტურად კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და სხვა რამეზეა მიმართული“, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორების კრიტიკულ წერილს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, წერილში აღნიშნულ თემებზე, უფრო დაზუსტებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ჩვენი ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი. „ბუნებაში არ არსებობს ის რამდენიმე ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ საფუძვლად დაედო კრიტიკას. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ მათ ციხეში გაუშვებს. ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რომელიც სხვა რამეზე იყო საერთოდ მიმართული. უფრო დაზუსტებით ამ თემებზე, რაზეც იყო საუბარი გაირკვევა ჩვენი ვიზიტის შემდეგ, რომელიც დაგეგმილია უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვფიქტობთ და იმედი გვაქვს, რომ მათი პოზიცია, ვინც დღეს კრიტიკით გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დაემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის ცოტა ხნის წინანდელ პოზიციას, რომელიც იყო აბსოლუტურად პოზიტიური“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ კონგრესმენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკელმა სენატორებმა გაუგზავნეს, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი გზით ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)