14:34 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 16:35:27, 2183 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციაა

„ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მპრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველოს მთავრობას აბსოლუტურად ღიად აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია, რომ ოკუპაციის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მოლაპარაკებით.

„უსაფრთხოება, მოგეხსენებათ არის ქვეყნის, როგორც ძირითადი მიზანი, ასევე ჩვენი ძირითად გამოწვევაც.  შეუძლებელია გამოწვევების გარეშე ვისაუბროთ დღეს უსაფრთხოების კომპონენტზე, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ქართული მიწის 20 პროცენტის ოკუპაციას, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვას 20 პროცენტით ყველა მიმართულებით, ეკონომიკიდან დაწყებული, კულტურით დამთავრებული და რაც მთავარია, ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით. და ამასთან, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი იმაზე, რასაც დღეს ქვეყანაში ჰქვია ოკუპაცია", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics