|
2020-01-29 15:17:01, 1290 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - მიუხედავად პირდაპირი რეისების აკრძალვისა, ტრანზიტული რეისებით საქართველოში შემოსვლა კვლავ გრძელდება
„მიუხედავად პირდაპირი რეისების აკრძალვისა, ტრანზიტული რეისებით საქართველოში შემოსვლა კვლავ გრძელდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა, აუცილებელია, ცხელ ხაზზე დარეკონ. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად პირდაპირი რეისების აკრძალვისა, ტრანზიტული რეისებით საქართველოში შემოსვლა კვლავ გრძელდება. „ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი რეისები აიკრძალა, თუმცა როგორც ჩინეთის, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან ტრანზიტული რეისებით და სახმელეთო ტრანსპორტით, ამიტომ მათი შემოწმება გრძელდება. ჩინეთიდან შემოსული ყველა ადამიანის მიმართ, იქნება ჩინელი, ქართველი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველა სასაზღვრო პუნქტებზე, პირველ რიგში, აეროპორტებში ხორციელდება სკრინინგული ღონისძიებები, რაც ერთ კვირაზე მეტია, ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს არის თერმული სკრინინგი. მანამდე იყო საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება. დღეს უკვე დგას დიდი ბანერებიც სამ ენაზე. თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა, აუცილებელია, დარეკონ ცხელ ხაზზე – 15 05 ან 116001, ან მიმართონ ექიმს და საქართველოში არსებულ ინფექციურ საავადმყოფოებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ , რომ საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 29 მარტამდე შეწყდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)