|
2020-01-29 14:35:06, 2014 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ კანონპროექტი თბილისის მერიამ მოამზადა. როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, საკრებულო უახლოეს დღეებში განსაზღვრავს იმ ადგილებს, რომლებსაც აღნიშნული აკრძალვა შეეხება. რაც შეეხება ელიავას ბაზრობას, ვიცე-მერის თქმით, ამის თაობაზე განცხადებას რამდენიმე კვირის განმავლობაში გააკეთებენ და საზოგადოებას მათ პოზიციას გააცნობენ. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი საკრებულოსთვის. რაც შეეხება აალებად და გარემოს დამაბინძურებელი საქონლით ეკონომიკურ საქმიანობას, ეს არ ეხება მხოლოდ ელიავას ბაზრობას და ეხება ყველა იმ ადგილს, სადაც ასეთი ტიპის საქონლით ვაჭრობა და გარემოს დაბინძურება, ასევე ნორმალური საცხოვრებლის პირობების დაზიანება ხდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)