|
2020-01-29 12:50:12, 858 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს და თანამშრომლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი მოინახულა. მინისტრმა ცენტრში მოქალაქეთათვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების სივრცე, შიდა ოპერაციების ახლად შექმნილი განყოფილება და საპატრულო პოლიციის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი დაათვალიერა. ვახტანგ გომელაური ცენტრში მოსულ მოქალაქეებს პირადად გაესაუბრა. მინისტრი 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდების პროცესს გაეცნო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ცენტრის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები და მითითებები მისცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა 2018 წლიდან, სისტემური განახლების ფარგლებში დაიწყო. გახსნის დღიდან ცენტრი 500 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრმა კი 250000-მდე ზარს უპასუხა. გასულ წელს ერთიანი მომსახურების ცენტრი ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ რუსთავში გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს საპოლიციო სერვისები ასევე „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიეწოდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის მასშტაბით ერთიანი მომსახურების სტანდარტის დანერგვა, რომ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს, დროის ნაკლები დანახარჯით, კომფორტულ გარემოში მიიღოს სამინისტროს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა საპოლიციო მომსახურება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)