|
2020-01-28 18:22:39, 1909 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - პოლარიზაცია ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები ორგანიზმზე
„თავისუფალ, სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ყველაზე დიდ საფთხეს პოლიტიკური ცხოვრების მზარდი პოლარიზაცია უქმნის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დემოკრატისკენ მიმავალი გზა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე გადის. „გზა დემოკრატიისკენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე გადის. ეუთო/ოდირმა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციები წარმოადგინა. საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი 2019 წლის ზაფხულიდან აქტიურად მუშაობს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. ამ ჯგუფში არა მარტო საპარლამენტო პარტიები, არამედ კვალიფიციური პოლიტიკური ჯგუფებიც მონაწილეობენ. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის საქართველომ გააუმჯობესა პირობები და ყოველი შემდეგი არჩევნები იყო უკეთესი. მოსახლეობის ნდობის მისაღებად და არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მიდინარე მუშაობის შედეგად გაუმჯობესდება კოდექსი და გაიზრდება შესაბამისი სტანდარტები. სინამდვილეში, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ზოგადად, ყველაზე დიდ საფთხეს სწორედ პოლიტიკური ცხოვრების ფართომასშტაბიანი და მზარდი პოლარიზაცია უქმნის. იგი ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები - ორგანიზმზე. ეს დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის და არც საქართველოა გამონაკლისი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, აგრესია და სიძულვილის ენა ჩვენს საზოგადოებებს ჰყოფს და უნდობლობას აღვივებს. „განსხვავებული აზრის მიუღებლობა, აგრესია და სიძულვილის ენა ყოფს ჩვენს საზოგადოებებს, აღვივებს უნდობლობას. ცრუ ინფორმაციასთან (fake news) და დეზინფორმაციასთან ერთად, პოლარიზაცია გარე გავლენებისთვის სასურველ ნიადაგს ქმნის საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მის შემდეგაც. მოსახლეობას უჭირს საერთო საკითხების გარშემო გაერთიანება. ამ დროს, ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომელზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი გვჭირდება, - საქართველოს ოკუპაციის დასრულება, დამოუკიდებლობის გაძლიერება და ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ მიზნებს, რომლებიც გამაერთიანებელ პლატფორმად გამოდგება. ჩემი იმედი და მიზანია, ქართველმა საზოგადოებამ მეტი ძალისხმევა მოახმაროს შერიგებას და საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანებას. მე მონდომებით ვერიდები პოლარიზაციაში ჩათრევას და მჯერა, რომ მხოლოდ ღირებულებებისა და პრიორიტეტების გარშემო მიღწეული თანხმობით საქართველო შეძლებს, გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება, გააძლიეროს თავისი დამოუკიდებლობა და დაასრულოს ოკუპაცია. გახლეჩილი ქვეყანა ამ გამოწვევებს წარმატებით ვერ დაძლევს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)