00:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 11:45:11, 721 ნახვა

საზოგადოება
14 დევნილი ოჯახისათვის სახლები აშენდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 14 დევნილ ოჯახს  წერილები გადასცა, რითაც დასტურდება, რომ  მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელ სახლებს აუშენებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს პროექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო(DRC)  შვეიცარიისგანვითარებისადათანამშრომლობისსააგენტოს (SDC) დაფინანსებით ახორციელებს.

 სახლების მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. 

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში, აპლიკაციის შევსება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეეძლოთ, რომლებსაც საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გააჩნიათ. კერძოსახლები  დევნილების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენდება.  საცხოვრებელი სახლების ფართობი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. 

დევნილი ოჯახებისათვის სახლების აშენების დამადასტურებელი წერილების გადაცემის ღონისძიებას სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია, აფხაზეთის მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია,   ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი  სვენდ მონრად გრაუნბოელი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი მენეჯერი თამარ წივწივაძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics