|
2020-01-28 14:45:45, 8205 ნახვა
სამხედრო
ქართული ჯარის კვების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად განახორციელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო, სურსათის უვნებლობის საკითხებზე გასცემს რეკომენდაციებს და ჯარის კვების ობიექტებში კონტროლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება. სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ მომზადებულ სურსათის შესყიდვებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დავალებებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას და იმ ბიზნესოპერატორების შემოწმებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქართული ჯარის კვების ობიექტებისთვის სურსათის მიწოდებას. მემორანდუმის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ნიმუშების ამოღებასა და ლაბორატორიულ შემოწმებას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრო კი, ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მოაწერეს. სამხედრო მოსამსახურეების კვებითი მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალი სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. გაუმჯობესდა და გამრავალფეროვნდა კვების რაციონი. 2020 წლის იანვრიდან თავდაცვის ძალები ქართული, ნედლი (გაუყინავი) საქონლის ხორცით მარაგდება. მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლებაც, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)