|
2020-01-27 16:46:12, 1977 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ საქმიანობის ანგარიში წარადგინა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და 2020 წლის გეგმები წარადგინა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მათი პრობლემების გადაჭრის კუთხით საქართველოს ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხები გამოიყოფა. 2019 წელს საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 2097 დევნილი ოჯახი გახდა. მათ შორის 1047 ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა, 1050-ს კი სააგენტომ სოფლად სახლი შეუსყიდა. 2019 წელს საცხოვრებელი სახლი გადაეცა 164 ეკომიგრანტ ოჯახსაც. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, 2020 წლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. 2020 წელს, 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდება. ასევე, მომდევნო წელს, უსაფრთხო გარემოში 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახიც განსახლდება. სააგენტო განსახლების პარალელურად, დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზეც მუშაობს. 2019 წელს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროექტებით 224-მდე დევნილმა ისარგებლა, 2020 წელს კი ეს რიცხვი 300-მდე გაიზრდება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)