|
2015-07-28 18:14:24, 736 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში ახალი საბავშვო ბაღები შენდება
2015 წლის ბოლოს ქობულეთში რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის დაწესებულებები ბევრ სოფელში საერთოდ არ არსებობდა. საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. სოფელ ხუცუბანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი დაწესებულება 90 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სადაც დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. ხუცუბნის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 434 000 ლარი დაიხარჯება. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ქობულეთშიც. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 90 აღსაზრდელზე გათვლილი ორ სართულიანი ნაგებობის მშენებლობა უკვე თითქმის დასრულებულია. ბაღის შენობა სექტემბრის ბოლოს ჩაბარდება, სკოლამდელი ასაკის პირველ ნაკადს კი ახალი წლიდან მიიღებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 397 000 ლარია გამოყოფილი. ხუცუბნისა და სოფელ ქობულეთის ბაღები შშმ პირებზეც იქნება ადაპტირებული, შენობას გაუკეთდა პანდუსები და ფართე შესასვლელები.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)