|
2020-01-24 15:31:07, 1911 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ხაბეიშვილის ცემაზე - ყველა ეს სამარცხვინო ძალადობა დააჩქარებს და უფრო ტრაგიკულს გახდის რეჟიმის ბედს
„ყველა ეს სამარცხვინო ძალადობა დააჩქარებს და უფრო ტრაგიკულს გახდის რეჟიმის ბედს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. ბოკერიას თქმით, იმისათვის რომ მსგავსი სამარცხვინო ფაქტები აღარ განმეორდეს, სამარცხვინო ივანიშვილი და მისი „კლოუნები“ ხელისუფლებიდან უნდა ჩამოშორდნენ. „ეს არის ასლან აბაშიძის კურსის გაგრძელება, როცა ხარ აგონიაში, გეცლება დასაყრდენი ფეხიდან და ისტერიკაში მყოფი მიმართავ ძალადობას. ამიტომ ეს ყველაფერი მთავრდება ცუდად იმათთვის, ვინც ამას მიმართავს. ყველა ეს სამარცხვინო ძალადობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იხსნის რეჟიმს. უფრო მეტიც, დააჩქარებს და უფრო ტრაგიკულს გახდის მის ბედს. ეს არის სურათი, რაც გვაქვს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთ ქვეყანას, სადაც მსგავსი ფაქტები აღარსდროს არავის მიმართ არ მოხდება და იმისთვის, რომ ამას მივაღწიოთ ჯერ უნდა ჩამოვიცილოთ ეს სამარცხვინო კაცი და მისი „კლოუნები“ ხელისუფლებიდან და შემდეგ დავამტკიცოთ კანონის უზენაესობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)