13:44 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 20:08:40, 2342 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი ჩავუშოღლუს: მადლობა მხარდაჭერისთვის - ჩვენ მტკიცედ მივყვებით არჩეულ გზას ნატო-ში გაწევრიანებისკენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქი კოლეგის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ზალკალიანმა კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ მიყვება არჩულ გზას ნატო-ში გაწევრიანებისკენ.

„დიდი მადლობა საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც დაუღალავად ისწრაფვის, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. არსებული გამოწვევების ფონზე, თქვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ მტკიცედ მივყვებით არჩეულ გზას ნატოში გაწევრიანებისკენ“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მოკავშირე ქვეყნის მნიშვნელობას და აღნიშნა რომ აუცილებელია ნატოს გაფართოება და საქართველოს გაწევრიანება ორგანიზაციაში.

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რათა ის წევრი ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ რუსეთთან უკეთესი მეზობლური ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ გვთანხმდებიან საქართველოს მოწვევაზე, ვინაიდან არ სურთ რუსეთის პროვოცირება. საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics