13:44 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 16:51:58, 2055 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა

"ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe განაცხადა, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის "ვოლვო ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის გამო აწყდებიან.

"ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან - ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics