|
2020-01-22 14:57:17, 1290 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად 110%-ით მეტი დაიხარჯება
მიმდინარე წელს, აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 613, 800 ლარს დახარჯავს. პროგრამის მიხედვით, რომლის ბიუჯეტიც წინა წელთან შედარებით 110%-ითაა გაზრდილი, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს უფასო ტრენინგები, სემინარები, ვორქშოპები, მასტერკლასები და ენისკურსები ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, გაგრძელდება მომსახურების ხარისხის კვლევა და საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოება „მაგნოლია 2020“-ზე. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის რეგიონში სერვისის გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბოლო წლებში, დეპარტამენტმა რეგიონში 3,282 ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირი გადაამზადა. მათ შორის არიან გიდები, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, ღვინის მარნების წარმომადგენლები. „სერვისის გაუმჯობესება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და კერძო სექტორთან, დონორ ორგანიზაციებთან ერთად ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით, რომელშიც ტურიზმის დარგში დასაქმებული პირები იყვნენ ჩართულები, 2019 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო. მიმდინარე წელს კი გაზრდილი ბიუჯეტით ჩვენ უფრო ინტენსიურ და მრავალფეროვან ღონისძიებებს შევთავაზებთ სექტორს. ეს ყველაფერი სწორედ დარგის საჭირობებსა და გამოწვევებზე იქნება ორიენტირებული, რათა ერთობლივად შევძლოთ სერვისში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. ამ მიმართულებით, გასულ წელს რეგიონში 1100 პირი გადავამზადეთ. აქცენტი ქალაქთან ერთად კეთდებოდა მთიანაჭარაზე, სადაც ტურისტების რაოდენობა მზარდია. წელსაც, ჩვენ ვეცდებით მთლიანი რეგიონი მოვიცვათ და ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირვებს მივცეთ საშუალება განავითარონ სერვისი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)