|
2020-01-21 11:43:13, 1057 ნახვა
საზოგადოება
ხმაური პარლამენტთან - მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საკანონდებლო ორგანოში შესვლას ითხოვენ
სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან კითხვების დასმას ითხოვენ. „შეცვალეს“ წევრები ამბობენ, რომ მათთვის პარლამენტში შესაშვები საჭირო საშვები დაშვებულია, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებას არ აძლევენ. „როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე როდესაც მოვდივართ და კითხვებიას დასმა გვსურს, გადაკეტავენ კარებს, დააყენებენ სამართალდამცველებს და გვეუბნებიან, რომ გაარკვევენ ჩვენი შეშვების საკითხს. ეს გარკვევის საკითხი როგორც წესი მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. ახლაც ასე ხდება, ჩვენზე დაშვებულია საშვები, მაგრამ არ გვიშვებენ შენობაში. თეა წულუკიანთან ძალიან მარტივი კითხვის დასასმელად მოვედით. პირველი ის არის, რატომ თანამშრომლობს კრიმინალებთან ეს ადამიანი, რისიც უამრავი ფაქტი არსებობს. რატომ ლობირებს ის შოთაძეს და ასევე მაჟორიტარულ სისტემას“, - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა. ცნობისთვის, დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)