|
2020-01-15 14:21:10, 1415 ნახვა
საზოგადოება
ერეკლე მეორის 300 წლის იუბილეს ეროვნული არქივი მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება
2020 წელს მეფე ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ამ თარიღს მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება. საქართველოს ეროვნულ არქივში მეფე ერეკლე მეორის მიერ გაცემული 1800-ზე მეტი ისტორიული საბუთი ინახება. ეს დოკუმენტები საქართველოს ისტორიაში ერთი-ერთი გამორჩეული მეფის მოღვაწეობის შესახებ მრავალ საინტერესო ცნობას გვაწვდის. საბუთებს შორისაა საქმიანი და პირადი წერილები, წყალობისა და შეწირულების სიგელები, განაჩენები, სახელმწიფოს პოლიტიკურ, სამხედრო, საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ისტორიულ საბუთებთან ერთად ეროვნული არქივის ფონდებშია ერეკლე მეფესთან დაკავშირებული ხელნაწერები, მისი სტამბის გამოცემები, სხვა საარქივო დოკუმენტები. 2020 წელს ეროვნული არქივი გეგმავს საიუბილეო გამოფენების გამართვას თბილისში და თელავის ისტორიულ მუზეუმში. ამასთან, იგეგმება 2008 წელს ეროვნული არქივის მიერ გამოცემული წიგნის „ერეკლე II-ის საბუთები" განახლებული და შევსებული ვერსიის გამოქვეყნება, სადაც ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებთან ერთად შევა სხვადასხვა აკადემიურ დაწესებულებაში დაცული ისტორიული საბუთები. ასევე გამოიცემა ალბომი „ერეკლე მეორე", რომელიც დღემდე მოღწეულ, მეფესთან დაკავშირებულ წერილობით წყაროებსა და მემორიალურ ნივთებს გააერთიანებს. ქართველი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საკითხზე ახალი სამეცნიერო კვლევები იქნება წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, ტენდენციები და გამოწვევები", სპეციალური სექციაზე, აგრეთვე საგანგებო სამეცნიერო სესიაზე. საიუბილეო წელს დაგეგმილია ერეკლე მეორის მიერ გაცემული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგის მომზადება და პრეზენტაცია; საჯარო ლექციები, ფეისბუქაქტივობები და საიმიჯო პროდუქციის დამზადება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)