|
2020-01-15 11:52:21, 1166 ნახვა
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის მიერ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიების გამო 15 იანვარს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. უწყების ცნობით, ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოძრაობა შეიზღუდება. ლადო ასათიანის ქუჩიდან ტრანსპორტი დადიანის ქუჩით თავისუფლების მოედანს ვეღარ დაუკავშირდება და იმოძრავებს თუმანიანის ქუჩის მიმართულებით. ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. "დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები პუშკინის ქუჩიდან გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდეგ კვლავ ბარათაშვილის ხიდისკენ მობრუნდებიან და გაივლიან მარჯვენა სანაპიროს, ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩებს. ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კერძო ტრანსპორტის მსგავსად, გაივლის ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. კოტე აფხაზის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩაზე ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით მოხვდებიან. მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირს თაბუკაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან, ხოლო კოჯრის გზატკეცილის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებად ამაღლების ქუჩა N11 განისაზღვრება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)