|
2020-01-15 11:24:30, 1323 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს, ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა
„ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სრულიად უცნობმა მამაკაცმა გამოიჩინა ძალიან დიდი აგრესიულობა, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა“, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს „მთავართან“ საუბრისას. როგორც დეპუტატი ამბობს, ის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ბაკურიანის ერთ-ერთ კაფე-ბარში ვახშმობდა, როდესაც მას უცნობმა მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად შევედი კაფე-ბარში სავახშმოდ, რა დროსაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სრულიად უცნობმა მამაკაცმა გამოიჩინა ძალიან დიდი აგრესიულობა, დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება. ყველანაირად ვეცადე, რომ ოჯახი გამერიდებინა და უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ, ვინაიდან იყო ძალიან აგრესიული, იწევდა ჩვენსკენ და გარკვეული ნივთების გამოყენებით ცდილობდა მოახლოებას, თუმცა ხალხმაც შეაჩერა და ფაქტი აღივეთა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. დაიწყო სამართლებრივი რეაგირება და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ, რომელიც ოჯახთან ერთად ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, უცნობმა მოქალაქემ მუქარა განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს, ხოლო ინციდენტში მონაწილე ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)