16:11 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 15:58:28, 1258 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, გრიპის ვირუსზე მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა

„იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, პირველ კვირასთან მიმართებით გვაქვს ზრდა როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის კუთხით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%-დან დაახლოებით 25,3 პროცენტამდე გაიზარდა.

„იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, პირველ კვირასთან შედარებით უმნიშვნელო ზრდა გვაქვს. პირველ კვირაში მიმართვიანობა ასი ათას მოსახლეზე 312-დან 191-ზე ჩამოვიდა. მეორე კვირაში მიმართვიანობა გვაქვს 219. 3 პროცენტით მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სავადმყოფოებში მძიმე, მწვავე, რესპირატორიული ინფექციებით. ეს მაჩვენებელი 22 პროცენტიდან დაახლოებით 25,3 პროცენტამდე გაიზარდა“,  - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics