|
2015-07-27 16:04:01, 898 ნახვა
პოლიტიკა
სამხედრო სავალდებულო სამსახური, შესაძლოა, გაუქმდეს
სამხედრო სავალდებულო სამსახური, შესაძლოა, გაუქმდეს. ცვლილებას „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლიც ინიციატორიც პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძეა. პროექტის თანახმად, გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესაძლებლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, სამხედრო ვალდებულება საომარი მოქმედებების დროს მოიხადოს. კანონპროექტის მიხედვით, იარსებებს მხოლოდ სამხედრო პროფესიული სამსახური და გაუქმდება სავალდებულო სარეზერვო სამსახური. თვითმმართველობებში გაუქმდება შესაბამისი სამსახური, რომლებიც ახორციელებენ მოქალაქეთა აღრიცხვას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. სამხედრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და არა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის განსაზღვრული ფინანსები მიმართული იქნება სამხედრო პროფესიული სამსახურის ხელშეწყობისათვის, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-პროფესიული არმიის შექმნას და საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)