|
2020-01-10 11:12:03, 2284 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილ ოჯახს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 700-ზე მეტი განაცხადი, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 401 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება. დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა ეძლევათ. დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა ჩაუტარდება. მხოლოდ 2019 წელს, სახელმწიფომ სახლი 1 050 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა. ჯამში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, 4000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)