|
2020-01-09 18:14:51, 2312 ნახვა
საზოგადოება
გუდაურსა და მესტიაში ფრენების განხორციელების ნებართვა „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ს მიენიჭა
ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ზე საავიაციო სამუშაოების განხორციელების ნებართვა გასცა. სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, გერმანული კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“ მიმდინარე წლის 29 აპრილამდე, გუდაურის და მესტიის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი AS 350 B3-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. ნებართვა „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ზე, 2020 წლის 6 იანვარს გაიცა. ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)