|
2020-01-09 16:32:26, 2278 ნახვა
საზოგადოება
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე - მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
„ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ კიდევ თურქეთის კლინიკაში, დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფება. „ცოტნეს მდგომარეობა არის ძველებური. დიდი სიახლე არ მაქვს ჩამოტანილი. ვნახე ცოტნე, არის ისევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ და ექიმების რეკომენდაციით, კიდევ ალბათ ერთი-ორი კვირა არ მოხდება ცოტნეს გაღვიძება. თვლიან, რომ ასეა საჭირო. ასევე დამიდასტურეს, რომ ცოტნეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა არის სტაბილური, არის ძალიან კარგ საავადმყოფოში, კარგი კლინიკაა ძალიან და არ აკლია მოვლა და ყურადღება“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე დაჭრეს. მას თავდაპირველად, მკურნალობა ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, შემდეგ კი საზღვარგარეთ გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 4 პირი დააკავა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)