|
2020-01-09 15:01:40, 1722 ნახვა
საზოგადოება
იუნესკოს მიერ, ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების დაცვის საკითხზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობა განახლდა
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ხორბლის დაცვის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი და იური ნოზაძე ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ისტორიულად, საქართველო ახლო აღმოსავლეთში რბილი ხორბლის წარმოების და მოშინაურების ერთ-ერთი მთავარი კერაა, შესაბამისად, ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების დაცვას, აღდგენას და მსოფლიო მასშტაბით აღნიშნული კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაშია წარდგენილი. სამუშაო შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)