|
2020-01-09 12:43:45, 1617 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე: სასამართლოში სხდომები თითქმის ყოველ მეორე დღეს დაინიშნა, ამიტომ ჩვენს პოლიტიკურ გეგმებს სასამართლოს წინ გაგაცნობთ
პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტიას საქალაქო სასამართლოში პროცესების სიხშირის გამო, პოლიტიკური საქმიანობისთვის ნაკლები დრო რჩება, რის გამოც ისინი სხდომის დაწყებამდე, სასამართლოს წინ საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნობენ. ხაზარაძის თქმით, სასამართლო პროცესების სიხშირის ზრდა მათთვის პოლიტიკური საქმიანობის ხელშესაშლელად ხდება. „სასამართლოში სხდომები თითქმის ყოველ მეორე დღეს დაინიშნა, გასაგები მიზეზის გამო, დანიშნულია ძალიან ბევრი სხდომა, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალონ პარტიულ აქტივობაში და მთელი დღეები გავატაროთ სასამართლოში და არ მოგვეცეს საშუალება რეგიონში მოგზაურობის, მაგრამ ჩვენ ამას მაინც მოვახერხებთ, ამიტომ ჩვენ გადავაწყვიტეთ, რომ ყოველ მოსვლაზე, სასამართლოს წინ გაგაცნოთ ჩვენი გეგმები, გაგაცნოთ ის თეზისები, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ, ჩვენს პარტიის წევრებს, ჩვენს მომხრეებს, რომელთა რიცხვი ძალიან იზრდება და ამით არის შეშინებული მმართველი პარტია და მისი ხელძღვანელი. თქვენ თუ ნახავთ გრაფიკს, რა გრაფიკით არის დანიშნული ბოლო ორ თვეში ჩვენი მოსვლა სასამართლოში, რომელიც 11 საათზე იწყება და მთელი დღე იქნება გაწელილი, პრაქტიკულრად, კვირაში დარჩენილი გვაქვს ორი დღე, რომ ვიღაცას შევხვდეთ და რაღაც დავგეგმოთ, მაგრამ მაინც შევხვდებით და გამოვიყენებთ ამ მდგომარეობას. პრაქტიკურად, სასამართლოს წინ იქნება ჩვენი ახალი ოფისი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)