|
2020-01-08 15:43:59, 1781 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ რამიშვილი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს მარჯვენა ხელ-ფეხი უმოქმედო აქვს
„ნაომარი ხალხი რომ არიან, ცალი მხარე საერთოდ უმოქმედო აქვს დეკანოზს“, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დეკანოზს გადაადგილება არ შეუძლია და მასთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ. „ნაომარი ხალხი რომ არიან, ცალი მხარე საერთოდ უმოქმედოა. მარჯვენა ხელ-ფეხი უმოქმედო აქვს, ფორმაც კი დაკარგული აქვს, მარცხენა და მარჯვენა ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება კი არა საკაცით ჩამოჰყავთ, რა გადაადგილებაზეა ლაპარაკი? ეს სპეციფიკაა თავისებური მისი დაავადების, თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს დაავადება ძალიან ცდება ჩემი შეფასებით ბუნებრივს. თითქმის არაფერს არ აკეთებენ, მიზანმიმართულად არიან მისულები, რომ დროის შედეგად მიიღონ ის შედეგი, რაც სჭირდებათ. იმიტომ, რომ ის გარემო და ის პროცედურები, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება, ვერ იღებს. არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები ამ საქმის“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. ცნობისთვის, დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე გლდანის ციხეში ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა და მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ მოინახულეს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)