|
2020-01-07 15:29:58, 1546 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე: უცნაური ინტერპრეტაციაა, პირველად გავიგე, რომ ეპისტოლე მხოლოდ ხელისუფლებისთვის იყო
„უცნაური ინტერპრეტაციაა, პირველად გავიგე, რომ ეპისტოლე ხელისუფლებისთვის იყო მხოლოდ“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის შეკითხვას ოპოზიციის შეფასებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პატრიარქის ეპისტოლეში გზავნილები ხელისუფლების მიმართ იყო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე იყო სიყვარულსა და სიკეთეზე, ასევე ძლიერი აქცენტები იყო გაკეთებული ქვეყნის გამთლიანებაზე. „უცნაური ინტერპრეტაციაა, პირველად გავიგე, რომ ეპისტოლე ხელისუფლებისთვის იყო მხოლოდ. ეპისტოლე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული, სიყვარულზე, სიკეთეზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე იყო ძლიერი აქცენტები. მნიშვნელოვანია, რომ ეპისტოლეში პატრიარქი საუბრობს გაერთიანებისა და ერთობის მნიშვნელობაზე, ერთობა ნამვილად სჭირდება ჩვენ ქვეყანას და რაც მთავარია, რაც არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი - ვემსახუროთ ადამიანებს, ვემსახუროთ ერთმანეთს, მხოლოდ ამით შეძლებს ჩვენი ქვეყანა გამთლიანებას. ჩვენ ამას მოვახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდ ისტორია და მომავალიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)