|
2020-01-07 13:19:18, 2113 ნახვა
პოლიტიკა
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, აშშ-ს საელჩო საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ვებრგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება მწვავდება, რაც შესაძლოა, საზღვარგარეთ მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისთვის რისკის შემცველი იყოს. „ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მწვავდება, რის გამოც, შესაძლოა უცხოეთში მყოფი შეერთებული შტატების მოქალაქეები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. საელჩომ სიფრთხილისთვის განახორციელა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება. აშშ-ის მთავრობის პერსონალს დაევალა განახორციელოს პიროვნული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების უფრო მეტად ამაღლება. საელჩო გააგრძელებს უსაფრთხოების სიტუაციის გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეებისადმი“,- აღნიშნულია განცხადებაში. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ყოფნას და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)