|
2020-01-04 20:57:41, 3516 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: სულეიმანის მოკვლა ადრე უნდა მომხდარიყო
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იცავს ამერიკულ ოპერაციას, რომელმაც ირანის ყველაზე წონიანი გენერალი სულეიმანი იმსხვერპლა. მან იგნორირება გაუკეთა თეირანის მუქარას, რომ შურს იძიებს. პრეზიდენტმა "ყუდსის ძალების" სარდალს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ათასობით ამერიკელის სიკვდილში დასდო ბრალი და თქვა, რომ ეს თავდასხმა დიდი ხნით "დაგვიანდა". ტრამპმა ეს განცხადება "ტვიტერში" გამოაქვეყნა და დასძინა, რომ სოლეიმანი სძულდათ და მისი ეშინოდათ . დღესვე, უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტელეკომპანია სი-ენ-ენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ირანმა და სულეიმანიმ ვაშინგტონს დიდი არჩევანი არ დაუტოვეს." მან აღნიშნა, რომ სულეიმანი „მთელ რეგიონში, ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის გეგმას აქტიურად ამუშავებდა" და იცოდნენ, რომ "საფრთხე გარდაუვალი იყო".
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)