|
2020-01-04 15:46:26, 2242 ნახვა
საზოგადოება
გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ
გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური ადგილის მოწყობას მოითხოვენ, რისთვისაც მათ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრა სურთ. დედაქალაქის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციას სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალეს“, და „გაბედეს“ წევრები და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილიც შეუერთდა. ჩხარტიშვილის თქმით, გარევაჭრობის ადგილები , არამარტო ახალ წელს და შაბათ-კვირას, არამედ სხვა დღეებშიც უნდა გამოიყოს. „ჩვენ გვაქვს 2 მოთხოვნა, რომელშიც ვერანაირი დაჭერით ვერ შეგვაშინებენ. 1) საახალწლო ბაზრობა აღდგეს კვლავ რესპუბლიკის მოედანზე და ნუ აიძულებენ ამ ადამიანებს, რომ სხვის სისხლზე ივაჭრონ . 2) 15 იანვრიდან 15 თებერვლამდე მიღებულ იქნეს საკრებულოსა და მერიის მიერ, ჩემს მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე გადაწყვეტილება, რომლითაც გამოიყოფა გარევაჭრობის ადგილები , არამარტო ახალ წელს და შაბათ-კვირას, არამედ სხვა დღეებშიც, რათა მას ჰქონდეს ცივილიზებული ფორმა და ამ ადამიანეს შრომის და ელემენტარული შემოსავლის საშუალება ჰქონდეთ“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს პარლამენტის წინ, დასუფთავების სამსახურმა, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღო და მის ნაცვლად, საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟა. მერიამ გარემოვაჭრეები პარლამენტის წინ გაუშვა და რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლება არ მისცა, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)